რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა ოზურგეთის საჯარიმო ავტოსადგომის ფოტო გამოაქვეყნა. დღეს ნიკოლაშვილი კვლავ ესტუმრა ავტოსადგომის კაბინეტს და სოციალურ ქსელში ამის შესახებ წერს:
”ოზურგეთის საჯარიმო ავტოსადგომის კაბინეტის ფოტო ხომ გახსოვთ?
ადგილზე ვიყავი და იმაზე საშინელი სიტუაცია დამხვდა, ვიდრე წარმოვიდგენდი, იმ ფოტოს შემდეგაც კი..
P.S. “Dior”- ის პარკი და სხვა ნივთები ადგილზე დამხვდა, რაც დავინახე, სანამ კარებს ბოქლომით გადაკეტავდა ბატონი ვახტანგი.
PP.S ეს პიროვნება, თანამშრომელი ვარო, “კაბინეტში” რომ ზის, ვახტანგ კიკვაძეა, პარალერულად მუშაობს საფეხბურთო კლუბ “მერცხალში” დირექტორის მოადგილეა, ანუ მიხვდით, რის გამო იტანენ ასეთ ყოფას და არ იღებენ ხმას, ვინც ხმას ამოიღებს, თავისი საქმის პროფესიონალებს, ოზურგეთის მერი სამსახურიდან ათავისუფლებს !!! ამის გამო ათობით ადამინი უჩივის მას დღემდე სასამართლოში” – წერს ნიკოლაშვილი.