“საიდან გაქვთ ინფორმაცია, კადიროვმა ვის რა დაავალა?! თანამშრომლობთ კადიროვთან?” – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე, “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას გროზნო-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით. თალაკვაძის თქმით, ეს მხოლოდ დეზინფორმაციაა.
“თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია კადიროვმა ვის რა დაავალა? თანამშრომლობთ კადიროვთან? მე გეუბნებით, რომ არ არსებობს ასეთი ინფორმაცია-თქო და თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ კადიროვმა ვინმეს რამე დაავალა, თანამშრომლობთ კადიროვთან?.. თქვენი მედია.. აბა საიდან იცით, კადიროვმა ვის რა დაავალა, არარსებულ ინფორმაციაზე მეუბნებით.. ჰოდა მაგას გეკითხებით, თანამშრომლობთ კადიროვთან? რა კითხვაც არის ის პასუხია..” – ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი, რამზან ჩერხიგოვი Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორს, ედუარდ ტეპლიცკის შეხვდა სადაც მხარეებმა განიხილეს არაერთი “პერსპექტიული პროექტი”. მათ შორის გროზნოსა და სხვადასხვა ქალაქებს, მათ შორის თბილისთან პირდაპირი ფრენების დაწყებას.