“ახლა სტრასბურგში ვარ… მადლობას გადავუხდი იმ ადამიანებს, ვინც ბევრი გააკეთა და დღემდე აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროდეპუტატებთან შეხვედრის დაწყებამდე საუბრობს.
ახლა სტრასბურგში ვარ, ევროპარლამენტში. პირველ რიგში, მინდა შევხვდე იმ ადამიანებს, ვინც ძაან ბევრი გააკეთა და დღემდე აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, ჩემი თავისუფლებისთვის. მთავარი, რასაც ვიზამ, პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი. მერე უკვე ის თემები, რაზეც მათ ინტერესი გამოხატეს იმ თემებთან დაკავშირებით ვისაუბრებ, გავუზიარებ ჩემს შეხედულებებს. იმასთან დაკავშირებით, რა ხდება და იმასთან დაკავშირებით, როგორ ვფიქრობ, რა უნდა ხდებოდეს, როგორ უნდა ხდებოდეს, – ამბობს ნიკა გვარამია.