დედა-შვილის მკვლელობა – ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც მამამ ნაჯახით მოკლა

ხელვაჩაურში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

წყარო ჰყვება, რომ მამაკაცს, რომელმაც ჯერ ცოლ-შვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

გარდაცვლილია 21 წლის ლევან საგინაძე, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუსრულებელი.

ნათესავმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს.

“ყველანი გაოგნებულები და შეძრულები ვართ ამ ტრაგედიით. ოჯახის წევრები, ნათესავები და მთელი სოფელი ჯერ კიდევ შოკშია. არ ვიცით რა და როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ საშინელება დატრიალდა.

Нет описания.

ვიცით, რომ თემურ საგინაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ის ცოლ-შვილთან ერთად სოფელ ჭარნალში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი – ქალ-ვაჟი.

რამდენიმე დღის წინ მე და ლევანმა ერთად ვიმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით… ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი. ბევრი ვისაუბრეთ. მერე მკითხა, ხომ არ იცი სად შეიძლება, რომ უფასოდ მივიღო უმაღლესი განათლებაო. ერთი დიდი ოცნება ჰქონდა, უნდოდა საზღვაო სასწავლებელში ჩაებარებინა და მეზღვაური გამოსულიყო, მაგრამ ეს ოცნებაც აუსრულებელი დარჩა…

ლევანს ჰყავს და, რომელსაც ფარმაცევტული აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. როგორც გავიგეთ, ის და ბებია სიკვდილს მხოლოდ იმის გამო გადაურჩნენ, რომ სახლიდან გაქცეულან, მაგრამ დედისა და ძმის გადარჩენა ვერ შეძლეს…” – ამბობს ოჯახის ნათესავი.

შეგახსენებთ, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

rustavi2.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share