სამშენებლო ნებართვას განსახორციელებელი პროექტისთვის ბახვი ჰესი 2023 წელს მიიღებს. თუმცა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების შემდეგ (ივნისი, 2022 წ. და მაისი, 2023 წ.), პროცედურულად, კომპანიას ჰქონდა საშუალება მოეთხოვა ნებართვები, რომელიც მას მიანიჭებდა უფლებას დაეწყო კონკრეტული წინა სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ბახვი ჰესმა მიმართა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყით სარგებლობის დეპარტამენტს. შედეგად, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ კომპანიას მიანიჭა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება პროექტის არეალში.