პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ შოვში სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს გული ატკინა.
„დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს – ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს და შეახოცავს ხელს ყველაფერზე…
ამას გააკეთებს წარბშეუხრელად და ისეთი დამაჯერებლობით, რომ ვერც შეეკამათები…“ – წერს გია ხუხაშვილი.