ბათუმში, ზღვაში კაცს სკუტერმა გადაუარა – იგი გარდაიცვალა.
გამოცემა ბათუმელების ცნობით, ინციდენტის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის ან საბაგიროს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.