„თხილი მაქვს ორი ტონა და იქამდე ვერ ჩავდივართ. ტალახია ყველგან. ნახეთ აბა, როგორი გაკეთებული აქვთ ყველაფერი. ტრაქტორზე დავალაგებთ ტომრებს და ჩვენ ვაწვებით, რომ როგორმე ეს გზა გაიაროს. გზა ხომ დააპატარავეს და ეს წითელი ტალახი კიდე… ნუ, წარმოუდგენელი ამბავია. რა დააშავა ჩვენმა უბანმა ასეთი, რომ ამ გაუბედურებულ მდგომარეობაში ვართ“? – ეუბნება ‘გურიის მოამბეს“ ნატო ლომინაძე, რომელიც ქვედა ბახვში, გური თენიეშვილის უბანში ცხოვრობს.
„100 მეტრი გზაა ცენტრალურ „ტრასამდე“ და შემოვლითი გზებით გვიწევს სიარული. ტომრებით ვათრევთ თხილს. ვზელთ ამ ტალახს და კაცი არაა პატრონი. როცა კარგი ამინდია, მაშინაც საშინელი მდგომარეობაა და წარმოიდგინეთ აქ რა ხდება წვიმის დროს“?-გვეუბნება ქალბატონი.
თუ რა პირობებში უწევს თენიეშვილის უბანში მცხოვრებ 16 ოჯახს გადაადგილება და ცხოვრება, ნახეთ ადგილიდან „გურიის მოამბის“ ფოტორეპორტაჟი: