„მე ვგულშემატკივრობ, რომ ბიძინამ ბოლომდე გადაუაროს თბილისს“ – ვახო სანაია

ტელეწაყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„მე ვგულშემატკივრობ, რომ ბიძინამ ბოლომდე გადაუაროს თბილისს. ყველაფერი აკადროს. ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, როგორი გაყურსულია გოროდი – აი, ცოტა თვალებდახუჭული რომ მღერიან გიტარით ხელში სუფრასთან, იმენა ქალაქელობის სადღეგრძელოს სვამენ და ცოტა ტაკოი თბილისელები არიან, მაგრამ იმენა ხურდაში იყიდა ბიძინამ, თან ზურგს უკანაც ვერ დასცინიან, რადგან დაჭერის ეშინიათ .

მიდით, ბატონო ბიძინა, გათელეთ ბოლომდე ეგ ფარჩაკები, მოუგრიხეთ კისერი“ – წერს სანაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share