ამის შესახებ განცხადებები დღეს, მთავარი ოპოზიციური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერებმა, ოზურგეთში, თხილის მიმღები პუნქტის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს
ადგილობრივი ლიდერები ხელისუფლებისაგან სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვენ, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო გურულ გლეხებს ისევე დაეხმარება როგორც ეს კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის განადგურების დროს ხდება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, თხილის დაბალი ფასების გამო, გურიას შიმშილი ემუქრება.
ცნობისათვის დღეს ერთი კილოგრ4ამი ტხილის მისაღები ფასი ოზურგეთში 2 ლარიდან სამ ლარამდე მერყეობს.
თხილის მიმღები პუნქტების უმრავლესობამ კი პროდუქციის მიღება ნაწილობრივ შეზღუდა,
ამის მიზეზად მისი დაბალი ხარისხი სახელდება თუმცა ოპოზიცია ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს.