ოზურგეთელი ფალავანი ერეკლე თავბერიძე ისევ ჩემპიონია!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენი ერეკლე თავბერიძე გიმნაზიადის ჩემპიონი გახდა!
ოზურგეთელი მოჭიდავე (57კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადის – გიმნაზიადის ოქროს მედალოსანია.
ერეკლე თავბერიძემ წელს გიმნაზიადასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ორ ასაკში – 15 და 17 წლამდელთა შორის მოიგო.
მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები