საფეხბურთო კლუბი ,, ლანჩხუთის გურია“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს

საფეხბურთო კლუბი ,, ლანჩხუთის გურია“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს. გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე გუნდის წევრებს მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
,,ლეგენდარული საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის გურია“ არა მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი გურიის რეგიონისთვის წარმოადგენს ერთგვარ სავიზიტო ბარათს. მისი განვითარება და სამომავლო წარმატება ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონისთვის.
2022 წელს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოცხადდა პირობიანი აუქციონი, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული და დღეს უკვე გუნდს ჰყავს ახალი მფლობელი, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებს სოლიდურ ინვესტიციას და მუნიციპალიტეტთან ერთად იზრუნებს გუნდის სამომავლო განვითარებაზე.
მჯერა, რომ ,,ლანჩხუთის გურია“ თავის სიტყვას კვლავ იტყვის ფეხბურთის ისტორიაში და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს, რაშიც რა თქმა უნდა, ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლება,“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share