ისეთი სილამაზე იყო ხოხბების და კაკბების გაფრენა, ცრემლი მომადგა! – ხათუნა ხოფერია ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ჭორვილას აგროკომპლექსში გამრავლებული ხოხბებისა და კაკბების ველურ ბუნებაში გაშვებას ეხმაურება და წერს.

„ისეთი სილამაზე იყო საქართველოს ველურ ბუნებაში ხოხბების და კაკბების გაფრენა, ცრემლი მომადგა!

მადლობა ივანიშვილების ოჯახს ამ ეროვნული საქმისთვის!

საქართველოს მშვიდობიანი ცის ქვეშ გეფრინოთ, გადაშენებას გადარჩენილო ჩვენო ენდემურო ფრინველებო!“- წერს ხათუნა ხოფერია.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ჭორვილაში აგროკომპლექსში გამრავლებული ხოხობი და კაკაბი თბილისსა და რეგიონებში გაუშვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share