გურული ქალები მე -19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში.
დღეს ერთ-ერთ გურულ მოჯირითე ქალბატონს წარმოგიდგენთ…
ქრისტინე ნოდია-ცინცაძე გამოირჩეოდა მხედრული ნიჭით, მას ჯირითი ძმამ შეასწავლა.
მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მან თავისი გაიტანა და ქრისტინე 1908- 1910 წლებში ამერიკაში წავიდა, ამ დროს ქრისტინეს სამი შვილი უკვე ჰყავდა.
1912 წლიდან ჯირითობდა შოუებში, ცნობილი ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილის ველური დასავლეთის შოუში…ერთ-ერთი ჯირითის დროს, მას ცხენი წაექცა, მიწას ყბა დაჰკრა და კბილები ჩაემტვრა, მაგრამ უმალ წამოიჭრა და ჭენება განაგრძო. ქრისტინეს ვაჟკაცური საქციელისთვის შოუს მეპატრონემ ძვირფასი სამოსით, ოქროს საათით და ბეჭდით დააჯილდოვა.
ასეთი შეუპოვრობით გამოირჩეოდა გურული ცხენოსანი ქალი!
წყარო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება