ძველ დროში გურულების რწმენით „ჭინკა“ ორი წლის ბაშვის მსგავსი “ბოროტი სული” გახლდათ. იმ განსხვავებით, რომ ჭინკას ტანი ბეწვით ჰქონდა დაფარული. გურულებს სჯეროდათ, რომ არსებობდა როგორც დედალი ისე მამალი ჭინკა. დედალი ჭინკას სახე ძალიან ლამაზი განსაკუთრებულად თეთრი ჰქონია, თანაც ძალიან გძელი თმის ნაწნავებიც ჰქონია.
ჭინკებს გურულები მაქციებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მათ ჰქონდათ ადამიანად გადაქცევის შესაძლებლობა. ამასთანავე მიიჩნევდნენ რომ ჭინკებს ადამიანური ვნებებიც ჰქონდათ და შესაძლებელი იყო ჭინკას სასიყვარულო კავშირიც გაება ადმიანთან.
“კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულში” არის რამდენიმე ისტორია-ზღაპარი, რომელიც დაკავშირებულია ჭინკებისა და გურულების ურთიერთობასთან, გთვაზობთ ერთერთს:
„ერთ დედალ ჭინკას ცოლიანი კაცი შეყვარებია და მისი შეცდენაც მოუხერხებია, ამის შემდეგ ეს კაცი ცოლთან აღარ წვებოდა და ყოველღამით ადიოდა ბეღელის სხვენში სადაც მასთან შეყვარებული ჭინკა მიდიოდა.
ცოლმა შეატყო ქმარს მისდამი გულის გაცივება, დიდხანს ითმინა ბოლოს კი დაიწყო ქმრის თვლთვალი, რათა გაერკვია თუ რატომ წვებოდა მისი ქმარი ბეღელის სხვენში.
ერთხელ ღამით დადარაჯებულმა ცოლმა დაინახა, როგორ მივიდა ბეღელის სხვენში მის ქმართან ულამაზეს ქალად განსხეულებული ჭინკა. ისიც ნახა, როგორ მიუწვა გვერდით მის საყვარელ ქმარს, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჭინკამ დაიძინა, აღმოჩნდა, რომ ჭინკას თავისი გრძელი ნაწნავები ბეღელის სხვენიდან მიწამდე დადმოფენილი დარჩენია. მიეპარა ცოლი და მოაჭრა ჭინკას ნაწნავები, რომელიც თან წაიღო. როცა ჭინკამ თმების დაკარგვის შესახებ შეიტყო მის საყვარელს მოსვენება არ მისცა და მოსთხოვა ცოლისათვის თმის ნაწნავების გამორთმია და მისთვის დაბრუნება. შეწუხებულმა კაცმა როგორღაც მოახერხა მოჭრილი ნაწნავების ცოლისათვის გამორთმევა და დაუბრუნებია იგი ჭინკისათვის.“
P.S. ეს ზღაპარი ამრიგად დამთავრდა და ცნობილი აღარაა, როგორ გაგრძელდა ან დასრულდა დედალი ჭინკისა და გურული კაძახის სიყვარულის ისტორია. თუმცა ფაქტია, რომ გურულ ეთნოგრაფიულ სასიყვარულო ისტორიებში სულ დაჩაგრულია გურული მამაკაცი, რომელსაც ლამაზ ქალად გადაქცეული ხან ქაჯი შეაცდენს და ხანაც ჭინკა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი “მორალური კრიზისის” დროს გურულ კაცს ყოველთვის მხსნელად ეცხადება მისი ცოლი, რომელიც მზდაა ოჯახის შესანარჩუნებლად ნებისმიერ “ბოროტ ძალას” შეებრძოლოს. მოკლედ ყველა ასეთი ისტორია ერთი გურული ანეკდოტის მსაგავს ამბვივით მეორდება – “მეიფიქრე ქალო რაცხა თვარა დეინგრა ოჯახიო”.
მომზადებულია კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულის (1893 წელი) მიხედვით – ავტორი ტ. მამალაძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.