ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის ჩავარდნას ეხმაურება:
”ოზურგეთი- ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩავარდა. მადლობა ღმერთს მსხვერპლი არ არის. ეს გზა სულ რამდენიმე თვის გახსნილია და მილიონებია დახარჯული ამ მიმართულებით. ასე უხარისხოდ იყრება წყალში ხალხის ფული. ი
უკონტროლო რაოდენობის, ტონობით ტვირთით რომ გადააქვთ სატვირთოებს ხრეში, ერთ-ერთი ფაქტორი არის სწორედ ეს – სრული განუკითხაობა და ყველა ფეხის ნაბიჯზე საფრთხის შემცველი გახდა ამ რაიონში და ზოგადად, ქვეყანაში ცხოვრება” – წერს ნიკოლაშვილი.