140 წლის სიმონ ხუხუნაიშვილი აკეთიდან
.
ხშირად წამიკითხავს ძველ პრესაში გურულ ხანდაზმულებზე, ამ მხრივ “რეკორდი” აკეთელ სიმონ ხუხუნაიშვილს ეკუთვნის, რომელიც 1899 წლისათვის 140 წლის ყოფილა, თან ისიც სათქმელია, რომ ამ დროისათვის სიმონი ძალიანაც მხნედ ყოფილა და ამის შემდეგ კიდევ რამდენი იცოცხლა არავინ არ იცის.
.
„იტყობინებიან, რომ ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ აკეთში ცხოვრობს გლეხი სიმონ ხუხუნაიშვილი, რომელიც დაბადებულია 140 წლის წინ. სიმონი მისი ასაკითვის გამოიყურება ძალიან მხნედ და სხვა გლეხების თანასწორად ასრულებს ყველა სამუშაოს.“
.
Кавказ – 18-го Сентября 1899 г. №244
გურული მამაკაცი – მხატვარი ამაიაკ აკოპიანი 1907
კახა ჩავლეშვილი