”ამდრომდე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არაა ადგილზე ნამყოფი” – რა ხდება სოფელ ხორეთში?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე გურიის სტიქიის შემდეგ გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლების შესახებ წერს:
”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. ჩოჩხათის თემის სოფელი ხორეთი, სადაც 50 ოჯახი ცხოვრობს სრულად მოწყვეტილია გარე სამყაროს მეხუთე დღეა.
დანგრეულია სოფელში შესავლელი ცენტრალური ხიდი, დანგრეულია შიდა სასოფლო გზა და შიდა ხიდები, ამდრომდე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არაა ადგილზე ნამყოფი არ მუშაობს არანაირი ტეხნიკა სოფელში, ხალხი ორგანიზებულად თავისით უმკლავდება პრობლემას, ასეთი გულგრილი დამოკიდებულება აქვთ ქართულ ოცნებაში სტიქისგან განადგურებული სოფლისადმი” წერს ქათამაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share