საქართველოს პარლამენტში მყოფი რუსი ბიზნესმენი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მუშაობის დაწყებით იმუქრებოდა, სკანდალური და ანტიქართულად განწყობილი სური დეპუტატის, სერგეი გავრილოვის და გურიის მაჟორიტარის. ვასილ ჩიგოგიძის მეგობარი აღმოჩნდა.
გაირკვა რომ საშვი, რითაც ფიფია პარლამენტში მოხვდა ჩიგოგიძემ დაუშვა, ხოლო კაბინეტი საიდანაც მან ანტიქართული საქმიანობები დააანონსა-ვასილ ჩიგოგიძეს ეკუთვნის.
არადა მთელი საპარლამენტო უმრავლესობა ერთხმად უარყოფდა მასთან რაიმე სახის კავშირს.
ვინ არის რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია, რომელიც სერგეი გავრილოვთან მეგობრობს და რომელიც ასევე საქართველოს პარლამენტის საპატიო სტუმარი აღმოჩნდა? ფოტოებს ფიფია სოციალურ ქსელში პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან ტვირთავდა, ერთ-ერთ ფოტოზე კი ამაყად აცხადებს, რომ “ეცნობა საქართველოს კონსტიტუციას”.
სოციალურ ქსელში ის ასევე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო მისი იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია, ვის კაბინეტში ზის რუსი ბიზნესმენი საქართველოს პარლამენტში.
“ესეთი ფოტო ინტერნეტში იძებნება ბევრი, საერთოდ არ მაინტერესებს მამუკა ფიფია” – ამბობს “ოცნების” დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ფიფიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე და ამტკიცებს, რომ არ იცის ვინ არის ფიფია. ფიფიაზე კომენტარს არ აკეთებენ “ოცნების” სხვა დეპუტატები.
ფიფია იმითაც გახდა ცნობილი, რომ მოსკოვიდან პირველ ავიარეისს სწორედ ის გამოუძღვა. სოციალურ ქსელებში ადვილად იძებნება ფიფიას ფოტოები, სადაც ის რუსეთის კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან პოზირებს.