“ვინც ფარცხალაძესთან ახორციელებს ტრანზაქციებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, “ფორმულას” ჟურნალისტს, დემნა დევდარიანს განუცხადა.
“ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს, სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ”, – განაცხადა სახდეპის მაღალჩინოსანმა.