“ე.წ. “ოთარის გვარდია”, რომელშიც შედის 4000 ადამიანი, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს წინასაარჩევნოდ – ნიკა გვარამია

“ე.წ. “ოთარის გვარდია”, რომელშიც შედის 4000 ადამიანი… კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს წინასაარჩევნოდ”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენა სანაპიროდან, 2 000 არის მარცხენა სანაპიროდან. მე არ ვამბობ, რომ ვლაპარაკობ შეიარაღებულ ადამიანებზე, ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს წინასაარჩევნოდ. მათ ჰყავთ ორ-ორი კურატორი, ორი ერთ სანაპიროზე და ორი კურატორი მეორე სანაპიროზე. ცნობილი კრიმინალები, სახელები და გვარები ამ წუთში დაზუსტებას საჭიროებს და არ ვიტყვი.

მაგრამ, ეს ადამიანები უკვე მოქმედებენ და ფარცხალაძე არის ამ პირამიდული კონტროლის სათავეში, იმიტომ რომ მას არავინ ხელს არ მოკიდებს და ის არსად არ წავა. ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავდით გლდანში, ახლაც და მანამდეც, ეს ყველაფერი არის ფარცხალაძესთან შეჯახება. რეალურად, ყველაფერი რაც ჩხუბობს, თავში ჰანტელებს ურტყამს, შავ ფულს არიგებს და ა.შ. ამ ყველაფრის პირობითი სახელი და გვარი არის ოთარ ფარცხალაძე. როცა ოთარ ფარცხალაძეს ვამბობთ, ვგულისხმობთ ეფ-ეს-ბე-ს. ასე ტარდება საქართველოში არჩევნები და ოთარ ფარცხალაძე რასაც ატარებს, იმას ატარებს ეფ-ეს-ბე-ც, – ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share