კენჭისყრა გურიაში „ბრძოლა“ თუ „იარაღის დაყრა“ – როგორ თქვეს გურულებმა უარი იაღარის დაყრაზე და ხმა მისცეს ბრძოლის გაგრძელებას

1905 წლის გურიის აჯანყების პერიოდში, რუსეთის იმპერიის მთავრობამ გურულებს იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა. „გურიის რესპუბლიკის“ დამფუძნებლებს კარგად ესმოდათ რას ნიშნავდა უარის შეთვლა რუსებისათვის, მაგრამ გადაწყდა, რომ ისევე როგორც ყველაფერზე მაშინდელ გურიაში გადაწყვეტილება ხალხს მიეღო.
.
აჯანყებულებმა ეს საკითხი შემდეგნაირად გადაწყვიტეს: გურიის კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დადგინდა კენჭისყრა და კენჭისყრის წესი, კენჭისყრით ხალხის მიერ გადასაწყვეტი იყო – „ბრძოლა“ ან „იაღარის დაყრა“.
.
„საკითხი მეტად რთული და მწავე იყო მაგრამ დრო არ ითმენდა, სჭირო იყო სასწრაფო გადაჭრა, ამიტომ ყველა საზოგადოებაში კომიტეტის დადგენილებით ხდებოდა „კენჭის ყრა“. იდგმებოდა ხმის მისაცემი ყუთები შავი და თეთრი უჯრებით. თეთრ უჯრებში ჩაგდებული კენჭი ნიშანი იყო ბრძოლის გაგრძელების, შავში – იარაღის დაყრის.“
.
მიუხედავად იმისა, რომ გურულებს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული მისაღები გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგები კენჭისყრაში გაიმარჯვა – ბრძოლის გაგრძელებამ კბილებამდე შეირაღებულ რუსეთის უკიდეგანო იმპერიასთან.
.
მომზადებულია თენგიზ ჟღენტის „1905 წელი გურიაში“ მიხედვით
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share