„ყველაფერი უნდა იკადრო ბანძი პროპაგანდისტული დავალების შესრულებისას?!“ – ბაია პატარაია ბაჩო ოდიშარიას

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„ბაჩო ოდიშარიასნაირი ნაგვები რომ წერენ, რა კარგია, მე რომ შვილებს უსაფრთხოდ ვასეირნებ, როცა ისრაელში ხალხი ამოხოცესო, აი, ეგ ხალხი, ალბათ ნათესავი ან მეზობელი რომ მოუკვდება, დილის ყავაზე იმას ფიქრობს, რა კარგია რომ მე ყავას ვსვამ, მაშინ როცა ჩემი მეზობელი/ნათესავი კუბოში წევსო.

ვინა ხართ?! სად გაიზარდეთ?! რა ხართ ამისთანა უჯიშოები, რომ სხვის უბედურებაზე თვითკმაყოფილებას გრძნობთ და ნიშნის მოგებით ლაპარაკობთ?!

ყველაფერი უნდა იკადრო ბანძი პროპაგანდისტული დავალების შესრულებისას?!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share