ბათუმი “გურიის რეპუბლიკის” დედაქალაქი

პოდოლსკი თავის სტატიაში „Губернаторъ революціонеръ“ საუბრობს გურიის მოძრაობაზე და აჯანყებულებების გეგმებზე. პოდოლსკის მიხედვით აჯანყებულები სამ ნაწილად იყვნენ დაყოფილნი – ავტონომისტები, სოციალ-რევოლუციონერები და სოციალ-დემოკრატები.
.
ავტონომისტების (შემდეგში იგივე ეროვნულ დემოკრატიული პარტია ედპ, რომლის დაფუძნების იდეაც ამავე პერიოდში არსებობდა, თუმცა პარტიის ფორმა შემდეგში მიიღო), რომლის იდეა იყო მთელი საქართველოს გაერთიანება და ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. ავტონომისტები ძირითადად შედგებოდნენ ინტელეგენტებისა და ბურჟუაზიისაგან – „ისინი სხვა დანარჩენების აზრით ითვლებოდნენ მტრულ ელემენტებად და უმცირესობაში მყოფნი მიჩანჩალებდნენ რევოლუციის კუდში იმ იმედით, რომ თავისუფლების მოპოვების შემდეგ ხელში აიღებდნენ მართვის სადავეებს. თუმცა სოციალდემოკრატების ორგანიზაციამ იმძალვრა და გააერთიანა აჯანყებულთა ძალები.“ (პოდოლსკი)
.
აჯანყებულების გეგმის მიხედვით უნდა შექმნილიყო სამი რესპუბლიკა, მათ შორის გურიის რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქი ბათუმი უნდა ყოფილიყო – „გურიის რესპუბლიკა საპორტო ქალაქი ბათუმით; სამეგრელოს რესპუბლიკა – საპორტო ქალაქით ფოთით და იმერეთის დედაქალაქ – ქუთაისით“ (პოდოლსკი).
.
„გურიას ხელში უნდა ჩაეგდო ბათუმი და მოხდინა იქ მყოფი ჯარების ბლოკირება, ამისათვის დაზიანებული იქნა რკინიგზა და აჯანყებულებმა დაიკავეს ზღვის მთელი სანაპირო, გურიის ავტონომიის საზღვარ სუფსიდან ბათუმამდე. გეგმის მიხედვით ბათუმის დაკავება უნდა მომხდარიყო ძალის გამოყენებით და ამასთანავე ჯარისკაცებს უნდა გასწეოდათ შესაბამისი პროპაგანდა. აჯანყებულებმა რამდენჯერმე სცადეს სიმაგრეების დაკავება და ქალაქის აღება მაგრამ მცდელობა აღკვეთილი იქნა.“ (პოდოლსკი)
.
თენგიზ ჟღენტის მიხედვით ქობულეთის ორგანიზაცია შეუერთდა გურიის კომიტეტს, როგორც ქვერაიონი. ქობულეთს კი გურიის კომიტეტში წარმოადგენდა ივანე კოპალიანი – „გურიის მოძრაობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქობულეთი, რომელსაც პირველ ხანებში ხელმძღვანელობდა ბათომის კომიტეტი. უკანასკნელად ქობულეთი დაუკავშირდა გურიის კომიტეტს და ითვლებოდა მის ქვე-რაიონად.“ (ჟღენტი)
.
„1905 წელს ქობულეთში არსებობდა მოზრდილი წრე, რომელშიაც შედიოდნენ, როგორც ქობულეთში მყოფი გურული რევოლუციონერები ისე ქობულეთლებიც. წრეში მუშაობდნენ: იასონ ხუხუნაიშვილი, კოსტა ხაბაიშვილი, ნიკო მანჯგალაძე, გიგო მგელაძე, რეჯებ თხილაიშვილი, ესეთაღა წილოსანი, ხუსეინ ეფენდი ხარაზი, ისმაილ კაიკაციშვილი, ოსმან რამან ოღლი, ასლან ქარცივაძე, ხასან მამულაიშვილი, მურად გოსხაპეიშვილი, ამ სტრიქონების ავტორის მამა – გიგო ჟღენტი, კიმოთე სეფერთელაძე, ანთაძე, დ. თალაკვაძე, ვიქ. ღლონტი და სხვები.“ (ჟღენტი).
.
ამ დროისათვის ბათუმის ქარხნებში მრავლად იყვნენ გურული მუშები, რომლებიც გურიის მოძრაობაში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენ, გურიის კომიტეტი კი რეალურად აკონტროლებდა რკინიგზას ბათუმის ჩათვლით, ასე რომ „გურიის რესპუბლიკა“ არამარტო იდეის დონეზე მოიცავდა დღევანდელ გურიას, ქობულეთსა და ბათუმს.
– Губернаторъ революціонеръ – И. Подольскій (1909 г)
– თენგიზ ჟღენტი – 1905 წელი გურიაში (1927 წ.)
– (Всемирная иллюстрация) 1878 წელი – ბათუმი
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share