“დემოკრატიული ინსტიტუტები ოლიგარქზე მდგრადები აღმოჩნდნენ” – კრამონი ჩავარდნილ იმპიჩმენტზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტის ჩავარდნას ულოცავს. კრამონი ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის წარმართვით “დიდი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას”.

“დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ, ვიდრე ოლიგარქი. ვულოცავ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ დიდი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას. ახლა ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ზიანის აღმოსაფხვრელად და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი დეკემბერში”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share