“ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადიან: თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და იმალებიან მათ უკან”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საუბრობს და “ჰამასის” თავდასხმებს ეხმაურება.
მისი თქმით, “ჰამასის” ქმედებები მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს და ისრაელს მის სამართლიან ომში მხარი დაუჭიროს”. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ “ჰამასის“ მიზანი ისრაელის სახელმწიფოს მოსპობაა”.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.