“ხელისუფლება აფერხებს “მთავარი არხის” მუშაობას… მოვუწოდებთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს ნიკა გვარამია” – Pen America

საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, Pen America. განცხადებას ორგანიზაცია მის წარმომადგენელზე, პოლინა სადოვსკაიაზ დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება:

ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება ქართული სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რაც ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეურაცხყოფს. დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო ნიკა გვარამიას 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთის დადასტურებით, საქართველოს ხელისუფლება აფერხებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” მუშაობას, მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს კი მუქარის გზავნილებს უგზავნის. ვუერთდებით მოწოდებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მნიშვნელოვანი მედია პლურალიზმის განვითარებას, – წერს პოლინა სადოვსკაია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share