ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა. ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ბასრი საგნით დაზიანება სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურთან მიიყენა. იქამდე, სავარაუდო სუიციდის შესახებ Facebook-ლაივით განაცხადა. მანვე, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი “პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში”.
“…ჩემი პროფესიული საქმინობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ერთს მაინც გავაკეთებ – გადავარჩენ ათეულობით იმ ადამინებს რომელბიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია” – დაწერა მან.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტის დედა ამბობს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ის სახლში იმყოფებოდა და მასთან არაფერზე უსაუბრია. ჟურნალისტი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.