“ლავრენტი ბიგავავას დავუჭერ მხარს აბა რას ვიზამ” დავით დარჩია ბიგვავას საკრებულოს თავმჯდომარეობაზე

როგორც “გურიის მოამბეს” მიაწოდეს ინფორმაცია, ოზურგეთის მომავალი მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარედ, მმართველი პარტია, ლავრენტი ბიგვავას კანდიდატურას განიხილავს.

აწ უკვე წინა მოწვევის საკრებულოს ერთ ერთი გამორჩეული სახე, ლავრენტი ბიგვავა, გავრცელებული ინფორმაციით, წინა ორი მოწვევის საკრებულოს უცვლელ თავმჯდომარეს, დავით დარჩიას ჩაანაცვლებს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობაში უკვე მიღებულია და ის არ შეიცვლება.

“გურიის მოამბე” ამ საკითხზე ლავრენტი ბიგავავსა და დავით დარჩიას ტელეფონით დაუკავშირდა:

ლავრენტი ბიგვავა: “ვეწევი სამეცნიერო საქმიანობას, დრო საერთოდ არა მაქვს, ძალიან გადატვირთული ვარ, რომ შემომთავაზონ რას ვიზამ მეთქი იმაზედაც ვერ გიპასუხებთ, რადგან არ მსმენია, არც განვიხილავ სერიოზულად და არც რეალური მეჩვენება” – გვიპასაუხა ბიგვავამ.

დავით დარჩია: “ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, გთხოვთ, ნუ ვიჩქარებთ. მე რა თქმა უნდა ყველა კანდიდატურას დავუჭერ მხარს ვინც ღირსეული იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაჩქარევი მეჩვენება”-აცხადებს დარჩია.

წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” ოზურგეთში გამარჯვების შემთხვევაში, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ დავით დარჩიას აირჩევდნენ.

რა გახდა კანდიდატურის შესაძლო ჩანაცვლების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისათვის მიუხედავად იმისა რომ საკრებულოს 4 დეპუტატის ბედი მეორე ტურამდე გაურკვეველია, პირველი ტურის შედეგად 45 მანდატიან ორგანოში, ოზურგეთში, “ქართულ ოცნებას” უკვე აქვს 28 ადგილი, ანუ უმრავლესობა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share