დიდი ალბათობით ოზურგეთის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება
სავარაუდოდ პირველ ადგილზე გასული ავთანდილ თალაკვაძე ვერ აგროვებს გამარჯვებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას – 50% პლიუს ერთი.
თუმცა გასარკვევი მხოლოდ ერთი დარჩა-ვინ გადაყვება თალაკვაძეს მეორე ტურში-ირაკლი ღლონტი თუ კოტე შარაშენიძე.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წუთისათვის მეორე ადგილზე ირაკლი ღლონტია.