ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სიტყვები “დიდება თავისუფლებას” მიუღებელია.
“რომ ამბობენ, “დიდება თავისუფლებას”, რომელ თავისუფლებას? რას ნიშნავს საერთოდ “დიდება თავისუფლებას”? დიდება უფალს, რომელმაც თავისუფლება მოგვანიჭა. ეს კი, მაგრამ დიდება თავისუფლებას რას ნიშნავს? წარმოუდგენელი რაღაცაა. ანუ თავისუფლება როგორც ასეთი, არის უფლისაგან მონიჭებული ნიჭი. უნდა ვადიდოთ მომნიჭებელი და არა მონიჭებული, გესმით? ამაშია საქმე. ჩვენ როცა ვადიდებთ, უფალი უნდა ვადიდოთ. როცა უფლის მაგივრად სხვას ვადიდებთ, ის თავისუფლება ბრჭყალებშია, ნამდვილი თავისუფლება არ არის. როცა შენ ამბობ, “დიდება თავისუფლებას”, იქ გაგებულია ეს ლიბერალური თავისუფლება. უფლისაგან მონიჭებული თავისუფლებას არ სჭირდება დიდება, დიდება სჭირდება უფალს, რომელიც განიჭებს ამ თავისუფლებას”, – მიმართა მრევლს მეუფე სტეფანემ.