“რასაც მივეცი ხმა, იმაზე პასუხს ვაგებ, ჩემი პასუხისმგებლობა მანდ არის – მედიის თავისუფლებას ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ლადო კახაძე “მთავარ არხთან” საუბრობს და “ოცნების” მიერ ახლადმიღებულ ცენზურის კანონს ეხმაურება.
“ეს არის ევროდირექტივა”, – ამბობს კახაძე, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა დოკუმენტი ნანახი სადაც წერია, რომ ამ მიმართულებით რეგულაცია უნდა დაწესდეს, პასუხობს, რომ “კოლეგებს, პროფესიონალებს ენდობა”.