“რუსულ პროპაგანდასთან ომში ქართველი ხალხი იმარჯვებს”, – ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ ჩაჩანიძემ გააკეთა.
როგორც ჩაჩანიძე ამბობს, უმთავრესია, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება.
”რუსულ პროპაგანდასთან ომში ქართველი ხალხი იმარჯვებს. “ოცნება” თვლის, რომ ჩვენ ცალმხრივ მშვიდობაში ვართ. რუსები ხომ გვესვრიან – გვესვრიან ზურგში და გულში, ვხედავთ იმას, რომ რუსულ პროპაგანდასთან წლებია ვიბრდღვინოთ პირადად მიწევს ყოველკვირეულად რუსულ პროპაგანდასთან შეხება და ზუსტად ვიცი, რა ბრძოლის ველია ეს საინფორმაციო ველი. ამ მხრივ გვაქვს გასაგრძელებელი, ჩემი აზრით, ბრძოლა და ის, რომ 80-90 პროცენტი ყველა კვლევით მხარს უჭერდა ევროპას, ეს უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ შედეგებში,“ – ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე.