ბიორკის კონცერტი ჰამბურგში, SpaceX-ის კოსმოსური რაკეტის გაშვება, უიშვიათესი ჯიშის ახალშობილი მარტორქა ზოოპარკიდან – დღის ფოტოები მსოფლიოდან

Newshub.ge წარმოგიდგენთ 22 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

ბიორკი გამოდის სცენაზე Cornucopia ტურნეს დროს.

ჰამბურგი, გერმანია 📸 Santiago Felipe

SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტის გაშვება კანავერალის კონცხიდან.

კაკაოს პლაჟი, აშშ 📸 Malcolm Denemark

Mori Building Digital Art Museum-ის პერსონალის წევრი უყურებს გამოფენას მუზეუმში. 

ტოკიო, იაპონია 📸 Kazuhiro Nogi

ამომრჩეველი თავის ბიულეტენს უყურებს Rijksmuseum Twenthe-ის საარჩევნო უბანზე, ქვეყნის საყოველთაო არჩევნების დროს.

ენშედე, ნიდერლანდები 📸 Peter Dejong

ჩესტერის ზოოპარკი აღნიშნავს გადაშენების პირას მყოფი აღმოსავლელი შავი მარტორქის, მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ძუძუმწოვრის დაბადებას, რომელიც დედასთან, ზურისთან ერთად არის გამოსახული.

ჩესტერი, ინგლისი 📸 Chester Zoo

თანამშრომლები თევზს კიდებენ L Robson & Sons kippers ქარხანაში.

კრასტერი, ინგლისი 📸 Owen Humphreys

ჯარისკაცები აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალებიდან უერთდებიან მოსახლეობას კიმჩის დამზადების ღონისძიებაზე, სადაც 250 ყუთი საკვები დაურიგეს გაჭირვებულ ოჯახებს.

დონგდუჩეონი, სამხრეთ კორეა 📸 Anthony Wallace

მძღოლებს საბითუმო მოვაჭრეებისთვის გასაყიდად, მცირე სატვირთო მანქანებით ჩალა გადააქვთ. 

კაზიპურ უპაზილა, ბანგლადეში 📸 Syed Mahabubul Kader

სკუტერით სკოლიდან სახლისკენ მიმავალი ბავშვი ქარსაფარიდან გზას შეჰყურებს. 

პეკინი, ჩინეთი 📸 Wang Zhao

Castellers de Vilafranca ადამიანების კოშკის გუნდის წევრები გუნდის დაარსების 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

მეხიკო, მექსიკა 📸 Rodrigo Oropeza

მამაკაცი ისვენებს ტრადიციული ცეკვის შესრულების შემდეგ Tazaungdaing ფესტივალზე (შუქების ფესტივალი). 

ტაუნგი, მიანმარი 📸 AFP

კამპანიის მონაწილეები აწყობენ აქციას Capital House-თან, როდესაც შეკუ ბაიოს საჯარო გამოძიება განახლდება. ბაიო 2015 წელს დაიღუპა კირკკალდიში, პოლიციელის მხრიდან გასროლისას.

ედინბურგი, შოტლანდია 📸 ედინბურგი, შოტლანდია

დაშავებული პალესტინელი ბავშვები მკურნალობას ალ-აქსას მოწამეების საავადმყოფოში ელოდებიან.

დეირ ალ-ბალაჰი, ღაზას სექტორი 📸 Ashraf Amra

პალესტინელი მამაკაცი ნასერის საავადმყოფოში ისრაელის შეტევის დროს მოკლული დისშვილის, ჰანან კალუბის ცხედარს ატარებს.

ხან იუნისი, ღაზას სექტორი 📸 Mohammed Salem

ხალხი კირიას თავდაცვითი კომპლექსის წინ აწყობს დემონსტრაციას, როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტი ატარებს შეხვედრას „ჰამასთან“ შემოთავაზებული მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესახებ.

თელ-ავივი, ისრაელი 📸 Christopher Furlong

თელ-ავივში ხალხი კედელზე გამოსახული „ჰამასის“ მძევლად მყოფი პირების პორტრეტებს გვერდს უვლის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share