„გამოწვევებია, სხვა სირთულეების წინაშე ვდგავართ, ახალი ცვლილება, ახალი ტრანსფორმაცია გვინდა, ახალი ვარდები გვჭირდება იმისთვის, რომ ამ ახალი ორიენტირიდან, ჩრდილოური ვექტორიდან შემოვაბრუნოთ საქართველო,“ – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.
„რეაქციაში“ ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანს, რუსეთის ერთ-ერთ რეგიონად აქციოს საქართველო, მოსახლეობა უნდა დაუპირისპირდეს. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, მანიფესტი თავის თავში მოიცავს იმას, რომ საარჩევნო კამპანიის “პირველი ნაბიჯები იდგმება”.
”თვითონ გეზი აღებული აქვთ სულ სხვა მიმართულებით, თვითონ უნდათ, რომ იყვნენ მდიდრები, მილიონერები, კარგად ცხოვრობდნენ და ეს საქართველო იყოს რუსეთის უკანა ეზოში და იყოს რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი, ამაზეც ყაბულს არიან და ამაზეც დათანხმდებიან, თუ ქართველი ხალხი წინ არ აღუდგება მათ ამ განზრახვას. აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია, სხვა სირთულეების წინაშე ვდგავართ, ახალი ცვლილება, ახალი ტრანსფორმაცია გვინდა, ახალი ვარდები გვჭირდება იმისთვის, რომ ამ ახალი ორიენტირიდან, ჩრდილოური ვექტორიდან შემოვაბრუნოთ საქართველო, გამოვგლიჯოთ ხელიდან ოლიგარქს და წავიყვანოთ ევროპისკენ,“ – ამბობს ცისკარიშვილი.