ოზურგეთში ბჟუჟის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობები უკანონოდ მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიამ პარვუს ჯგუფმა, სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.

გარემოსდამცველები მიიჩნევენ რომ კომპანიამ ადგილზე გზის გაყვანის სამუშაოები ისე დაასრულა და ადგილზე სადერევაციო მილები ისე დაასაწყობა – ანუ მშენებლობის პირველი ეტაპი ისე დაიწყო, რომ არანაირი კვლევები არ ჩაუტარებია, ადგილზე არ ყოფილა არც ბუნების დამცველები, ეკოლოგები, გეოლოგები და სხვა სპეცოალისტები,

ადგილობრივი დეპუტატები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ოზურგეთის მერიიდან რამდენიმე თვეა ვერ მიიღეს ვერანაირი ინფორმაცია, თუ ვინ არიან და რას აშენებენ ბჟუჟის ხეობაში.

ჰესების წინააღმდეგი არიან სოფელშიც და გომელები აცხადებენ, რომ ისინი მშენებლობას არ დაუშვებენ.

აღსანიშნავია რომ ჰესების მშენებელი კომპანიას შეხვედრა ადგილობრივებთანაც არ ჩაუტარებია

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამ კომპანიის კუთვცნილ სხვა უკვე მოქმედ ჰიდროელექტროსადგურებში, ჟურნალისტებმა კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აღმოაჩინეს -მაგალითად ხევსურეთში დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე „როშკა ჰესში“-და ოზურგეთშიც ვარაუდობენ, რომ პარვუს ჯგუფის ბიზნეს ინტერესი არა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, არამედ კრიპტოვალუტის სფეროში პოზიციების გამყარება სურს

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები საუბრობდნენ მინიმუმ ოთხი კვლევის გაკეთების შესახებ, გარემოსთან ზემოქმედების საკითხში – დღემდე არცერთი კვლევა ჩატარებული არ არის

როგორც ბუნების დამცველი, ირმა გორდელაძე, აცხადებს, მისი ორგანიზაცია, კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ჰესების უკანონო მშენებლობის გამო შეიტანს და მის სეჩერებას სასამართლოს ძალით მოითხოვს.

ოზურგეთის მერიაში კი რომელიც დღემდე ასაიდუმლოებს მასსა და პარვუს ჯგუფს შორის გაფორმებულ მემორანდუმ, კომენტარს არ აკეთებენ და ჟურნალისტებს მერიის შენობაში არ გვიშვებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share