“არაფერი სკანდალური ამაში არ არის” – თალაკვაძე ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლაზე

“ოცნება” რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორის დაცვას აგრძელებს – მმართველი პარტიის წარმომადგენელი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ფარცხალაძის მიერ საქართველოს საზღვრების გადმოკვეთაში “სკანდალური არაფერი არ არის”.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

”ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონიერი კონტროლის ქვეშ, ასე რომ, არაფერი სკანდალური ამაში არ არის და რაღაც ახალი სენსაცია აქედან უბრალოდ არ გამოვა. ის, რასაც ადრე ამბობდით პირდაპირ ეწინააღმდეგება. პირდაპირ გითხარით რას ამბობდით ადრე და რას ამბობთ დღეს. ანუ, თუ თქვენივე სიტყვებით ის გააპარეს, ან გაიქცა საქართველოდან ხელისუფლების ხელშეწყობით, დღეს თქვენივე სიტყვები არის, რომ ის დაინახეთ აეროპორტში, როგორ ჩამოვიდა საქართველოში. როგორ ხართ-თქო, უბრალოდ მოგიკითხეთ ამასთან დაკავშირებით, თქვენს წინა განცხადებებთან მიმართებაში. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე, როდესაც საზოგადოება ამას ითხოვს და ამას საჭიროებს. ასე რომ, სხვას აქ ვერაფერს ვერ გეტყვით.” – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share