ხელისუფლებისთვის საქართველო არის საძოვარი და თავად იქცევიან, როგორც ნახირი – აკია ბარბაქაძე

მოქმედებს თუ არა “ქართული ოცნება” საქართველოს ინტერების დასაცავად – სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე “საჯარო პოლიტიკის” ეთერში ამბობს, რომ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიულად იქცევა. მისი თქმით, “ხელისუფლებისთვის საქართველო არის საძოვარი და თავად იქცევიან, როგორც ნახირი”.

აკია ბარბაქაძე აცხადებს, რომ “ოცნების” მთავარი მიზანი ქართველი ხალხის გაძარცვა და მათ ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის შექმნაა.

”ეს ხელისუფლება არ ცნობს არაფერს, რაც არის დემოკრატიზაციაზე, რეალურ სახელმწიფო ინტერესებზე, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული. არაფერს არ ცნობენ ესენი თავის გასაკეთებლად. მათ აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ, მეტი გაძარცვნონ და მეტი ბარტყი გადაუგდონ რუსეთს ბუდიდან. ამათთვის არ არსებობს ქვეყანა, ეროვნება, საქართველო. ამათთვის საქართველო არის საძოვარი და თვითონ იქცევიან როგორც ნახირი”, – აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share