„მართლა არ მეგონა, რომ განათლების სამინისტრო პედაგოგს არ მოუსმენდა,“ – ეს განცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ეკალაძემ გააკეთა.
ეკალაძე, რომელიც უკვე მეოთხე დღეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან იმყოფება და დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებს, შიმშილობას წყვეტს, თუმცა პროტესტს აგრძელებს.
მაია ეკალაძე მთავარ პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ უდიდესი გამოწვევა ნეპოტიზმია.
”მართლა არ მეგონა, რომ განათლების სამინისტრო პედაგოგს არ მოუსმენდა. 6 თვე ვუკიჟინებდით, რომ არ შეიძლება კონკურსების არასწორად გამართვა. არ შეიძლება, რომ ადამიანებს ვუთხრათ, შენს ცოდნას და უნარებს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ, ნეპოტიზმით, ვიღაცის მეუღლე, შვილი უნდა იყო, რომ კონკურსებში წარმატებას აღწევდე.
მასწავლებლებს და მთელ საზოგადოებას მინდა მივმართო – ჩვენი პრობლემა არ არის პირადი პრობლემა, ჩვენი პრობლემა არის კონკურსებზე წარმოქმნილი პრობლემები, არ შეგეშინდეთ და მოდით ჩვენთან, შაბათს 12 საათზე გვინდა რომ შევიკრობოთ ერთად და ვისაუბროთ იომ პრობლემებზე, რომელიც კონკურსებსა და სკოლებს ახლავთ,” – ამბობს მაია ეკალაძე.