ამერიკა უკრაინაში თავის მაღალჩინოსანს კორუფციასთან ბრძოლისთვის აგზავნის

“მე ვუყურებ ამას როგორც ჩვენი თაობის უდიდეს გამოცდას, ჩვენი თაობის უდიდეს გამოწვევას, ჩვენ ვემზადებით რომ დავიცვათ დემოკრატია? ჩვენ ვალდებულნი ვართ გადავცეთ ეს ფინანსები უკრაინას, ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველყოთ პუტინის დამარცხება, ჩვენ თუ ასე არ მოვიქცევით ორი ადამიანი გაიცინებს, ვლადიმერ პუტინი და სი ძინ პინი, თქვენი არ ვიცი და მე არ ვაპირებ ამ ორ ადამიანს გავუკეთო საშობა საჩუქარი”

დევიდ კემერონი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვაშინგტონის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას

ბულგარეთმა ჟავშანმანქანების დიდი პარტიის უკრაინისათვის გადაცემის შემდეგ, დღეს მიიღო გადაწყვეტილება კიევს საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ფადასცეს

ავსტრალია ამაყობს რომ მის მიერ კიევისათვის გადაცემულმა ჯავშანმანქანებმა უკრაინისათვის დახმარებაზე “გადამწყვეტის” სტატუსი მიიღო და აცხადებს რომ ახალი პარტია ავსტრალიური ჯავშანმანქანებისა გზაშია

ვაშინგტონის მიერ დაპირებულ უპილოტო საფრენი აპარატების კომპლექსებს უკრაინა დეკემბრის ბოლოსთვის მიიღებს

ამერიკის საერთაშორისო სააგენტომ აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის 225 მილიონი დოლარი გამოყო

ამერიკა უკრაინაში თავის მაღალჩინოსანს აგზავნის, რომლის მიზანია უკრაინისათვის კორუფციასთან ბრძოლაში დახმარება და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა

უკრაინამ რუსეთის 185 მოქალაქესა და 181 კომპანიას სანქციები დაუწესა

პუტინმა დღეს კრემლში, სამამულო გმირების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დაადასტურა რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის

არჩევნები რუსეთში მომავალი წლის 15,16, და 17 მარტს გაიმართება

უკრაინამ ვროკავშირისაკენ სამი მნიშვნელოვანი ნაბიკი გადადგა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი რომლის მიხედვიტაც “ნაბუს” საშტატო ერთეული ათასამდე გაიზარდა

უკრაინულმა რადამ მიიღო კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ

რადამ მიიღო ასევე გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც ეროვნულ სააგენტოს შესაძლო კორუფციაზე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში უფლება ეძლევა  გადაამოწმოს ნებისმიერი პირის ქონებრივი მდგომარეობა საჯარო სამსახურში დაწყებამდე და მის შემდგომ

ევროპის საბჭომ უნგრეთისათვის გაყინული 22 მილიარდიდან 920 მილიონ ევროზე აკრძალვა მოხსნა

ექსპერტები ფიქრობენ რომ ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში 14 დეკემბერს დანიშნული სამმიტის წინ შეარბილოს

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share