საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ევროპულ საბჭოს მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მხარდაჭერას სთხოვს:
“ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს გვსურს ხმა მივაწვდინოთ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი. ჩვენ, საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობასთან ერთად, ვიაზრებთ იმ ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, რასაც ეფუძნება ევროპული ერთობა და კოლექტიური ეკონომიკურ-პოლიტიკური უსაფრთხოება.
თანამშრომლობისა და სოლიდარობის გზით ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია უნიკალურ ისტორიულ შესაძლებლობას მოგვცემს, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პარალელურად გავიზიაროთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანის უფლებების, თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ხალხთა კეთილდღეობის და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანი სისტემები.
ვიმყოფებით რა ისტორიულ მიჯნაზე, ვიაზრებთ რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა მარტივი არ იქნება. მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ იმ რეფორმების შემუშავების, დანერგვისა და მონიტორინგის პროცესში, რაც მოემსახურება ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირის საერთო პრინციპებისა და ამოცანების განხორციელებაში.” ვკითხულობთ მიმართვაში.
ხელმომწერები გაერთიანების წევრი ასოციაციები:
1.აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახ. ფსიქიატრთა საზოგადოება”-
ნინო ოკრიბელაშვილი
2.აიპ საქართველოს გულის რითმის ასოციაცია –
კახაბერ ეცადაშვილი
3.აიპ საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და
რეაბილიტაციის ასოციაცია -ზურაბ ფაღავა
4.აიპ საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია –
გიორგი ინგოროყვა
5.აიპ კარდიოლოგთა საზოგადოება –
არჩილ ჩუხრუკიძე
6. აიპ სასწრაფო დახმარების ასოციაცია –
გიორგი ვაშაკიძე
7.აიპ მერაბ კილაძის სახ. საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია –
დავით აბულაძე
8.აიპ საქართველოს ქირურგთა ასოციაცია –
გელა არაბიძე
9.აიპ საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი – სტოკ –
ზურაბ ხაბეიშვილი
10.აიპ სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი – გიორგი ჩახუნაშვილი
11.აიპ საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტრაოლის
სპეციალისტთა ასოციაცია – ლიკა ჯანაშვილი
12. აიპ ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება – მარინა ალფაიძე
13.აიპ პჯდ სისტემის განვითარების ხელშემწყობთა ასოციაცია –
ნინო ასათიანი
14. გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი-
არჩილ მორჩილაძე