ღაზას ცენტრში, პალესტინის მოედანზე, ისრაელის დროშა აღიმართა

ქალაქ ღაზას ცენტრში, პალესტინის მოედანზე, ისრაელის დროშა აღიმართა. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. პარალელურად, ისრაელის არმია ანკლავის ტერიტორიის წმენდას განაგრძობს. თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში 450-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. დარტყმები განხორციელდა „ჰამასის“ სამხედრო შენაერთების, სადამკვირვებლო პუნქტებისა და იარაღის საწყობების წინააღმდეგ. ამასთან, ისრაელის თვითმფრინავებმა ხან-იუნისის რაიონში „ჰამასის“ წევრების განადგურების მიზნით იერიში მიიტანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share