სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე, ნეუჰოფის უბანში მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობიდან უკანონოდ შესახლებული უსახლკაროები უნდა გამოასახლონ. როგორც ფრანგული მედია წერს, უსახლკაროებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
“არ ვიცი, რას ვიზამთ და სად დავიძინებთ”, – ამბობს გამოცემასთან საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე,
რომელსაც ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, სარლას ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებას კიდევ 20-მდე უსახლკარო ელოდება.
მედიის ცნობით, თავდაპირველად ამ სოციალურ სახლში 150 ადამიანი იყო შესახლებული, თუმცა ისინი ნაწილ-ნაწილ გამოასახლეს.
უსახლკაროები სტრასბურგის სოციალური სამსახურის კუთვნილ შენობაში თვითნებურად 2023 წლის აპრილიდან შესახლდნენ. სოციალური სამსახური ქალაქ სტრასბურგის ადმინისტრაციას ექვემდებარება.