“ვულოცავ ქართველ ხალხს… ეს არის EU-ს ისტორიული გადაწყვეტილება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს – წინ გვაქვს დიდი ბრძოლა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
„ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეებს ცხადია არ დაავიწყდებათ ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდათ რუსული პარტიის წარმომადგენლებს, თავად პუტინისტებს საქართველოში, გვახსოვს მათი განცხადებები იგივე კობახიძე რომ აცხადებდა, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს, კალაძე ამბობდა თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვაძლევენ, არ გვაინტერესებს.
ასე აბუჩად იგდებდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შესაბამისად, დიახ, მოიპოვა ქართველმა ხალხმა და ასევე, არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ და უმადურობა ძალიან ცუდი საქმეა, პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე, ცხადია მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება.
ვულოცავ ქართველ ხალხს. საზეიმო ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს – წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.