”გასდით და რატომაც არა..ელექტრო ენერგიის გადასახადი, როგორც ჩანს გასამმაგდა” – ბესო ქათამაძე

ოზურგეთის საკრებულოს წევრი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”  ბესო ქათამაძე, ელექტრო ენერგიის გაორმგებული  გადასახადის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ელექტრო ენერგიის მოხმარება არ გაუზრდია, თუმცა გადასახადი თითქმის გასამმაგებულია:
”ელექტრო ენერგიის გადასახადი როგორც ჩანს გასამმაგდა, 27 დეკემბერს მთელი თვის გადასახადი სამ ლამპიონზე 46.62 ლარს შეადგენდა, მას შემდეგ გასულ 8 დღეში იგივე ხარჯვის გრაფიკით 26.04 ლარი მაქვს დავალიანება.
გასდით და რატომაც არაა, მალე უფრო მეტსაც გაბედავენ, გაზის გადასახადიც მსგავასად გაზრდილია, დუმილით ვეთანხმებით და ვუპრავებთ ამ ყველაფერს…”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share