„რუსულმა სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული. ამ რუსულ სახელმწიფოს ვინ ეხმარებოდა – აფხაზი თუ გაქართველებული აფხაზი, ამას მნიშვნელობა არ აქვს – ის უნდა დაისაჯოს“, – ამის შესახებ „რეაქციაში“ „ქრისტიან-კონსერვატიული“ პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია საუბრობს.
მალაშხიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში გენოციდთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს.
”აქ მოხდა გენოციდი, არის ამის მასალები. პირადად მე, ჩემი საკუთარი ინიციატივით, როდესაც ვიყავი კომისიის თავმჯდომარე, ჩაწერილი მყავს 600-ზე მეტი ადამიანი, სადაც ყვებიან გენოციდის ფაქტებს, ამ გენოციდის ფაქტებზე საუბარი არის ყრუ ადამიანის, მოხუცი ადამიანის მკვლელობებზე, იქ არის დამარხვის, გაუპატიურების ფაქტები – ეს არის გენოციდისთვის მასალა.
დღევანდელი მოცემულობა გვაქვს ის, რომ ორი მაგალითი გვაქვს ამის – როდესაც მისწრაფება არის ევროკავშირისკენ, ასეთი მაგალითია კვიპროსი, რომელიც არის ევროკავშირის წევრი და მთლიანად კვიპროსის ტერიტორია მიიღეს ევროკავშირში, მაგრამ იქ ჩატარდა რეფერენდუმი…
ამ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ცალკე პრობლემა მენტალური და ეს მენტალური პრობლემა არის ის, რომ იქ არის ცუდი საბჭოთა კავშირი,“ – ამბობს მალაშხია.