რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მეთაურს, აზატბეკ ომურბეკოვს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბუჩას მცხოვრებთა სასტიკ მკვლელობებში, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
“სამი კვირის განმავლობაში პოლკოვნიკ ომურბეკოვის მეთაურობით, ბრიგადის ნაწილებმა ფრონტის ხაზზე მოიგერიეს 50-ზე მეტი მტრის შეტევა ტანკების, საბრძოლო მანქანებისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით”, – ამბობენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. ომურბეკოვი, რომელიც, სავარაუდოდ, 40 წლისაა, 2014 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ღირსების მედლით დააჯილდოვა.