როგორც შსს-მ mtavari.tv-ის უთხრა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
“პირი იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა”, – აცხადებენ შსს-ში.