საფრანგეთმა და გერმანიამ ემბარგოს გვერდის ავლით რუსეთს ასობით მილიონი ევროს იარაღი მიჰყიდეს

ევროკავშირის ქვეყნებმა ემბარგოს გვერდის ავლით რუსეთს ასობით მილიონი ევროს იარაღი მიჰყიდეს – ამის შესახებ საერთაშორისო მედია The Telegraph წერს.

სტატიაში წერია, რომ ევროკომისია ამ თვეში იძულებული გახდა, “დაეხურა ხვრელი” თავის ბლოკადაში, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სულ მცირე 10-მა წევრმა ქვეყანამ ჯამში თითქმის 350 მილიონი ევროს ტექნიკის ექსპორტი მიაწოდა ვლადიმერ პუტინის რეჟიმს. დაახლოებით 78% მიწოდებული იყო გერმანული და ფრანგული ფირმების მიერ.

2015-2022 წლებში საფრანგეთმა და გერმანიამ მოსკოვს 273 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაუგზავნეს, მათ შორის ბომბები და რაკეტები, რომელიც სავარაუდოდ ახლა გამოიყენება უკრაინაში.

რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მასშტაბით დაწესებული იყო ემბარგო, რომელიც შემოღებულ იქნა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share