”ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ჩუმად” – ამის შესახებ მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს.
მომღერალი აანონსებს, რომ განმარტებებს ვიდეომიმართაში გააკეთებ, რომელსაც ასევე “ფეისბუქ” გვერდზე გაავრცელებს.
”ამ წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ
სიმღერის-კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით) და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები.
სამწუხაროდ, ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულიად მტკივა ჩემი ბათუმი..
ამ დღეებში აუცილებლად ჩაგერთვებით ფბ-ზე, რადგან ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე ,,მომაწერეს და დამაბრალეს” – წერს ნინო ქათამაძე.